aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მამა პეტრე: “თუ სახელმწიფო მიწის ნაკვეთების მოგდებით ეკლსიის მოსყიდვას ცდილობს, ეს ბოროტებაა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფოსგან ეკლესიისთვის მიწების უსასყიდლოდ გადაცემაში პრობლემას ვერ ვხედავ. პრობლემა იმაშია თუ რატომ ხდება ეკლესიისთვის მიწების უსასყიდლოდ გადაცემა და რატომ ხდება სახელმწიფო, ერთი ხელის მოსმით, ეკლესიის მიმართ ასეთი კეთილი. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ეკლესიას მორალურად მიუღებელი კანონპროექტის მხარდაჭერა თხოვოს?!, – ამის შესახებ მამა პეტრემ “მეტრონომს” სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის მორიგი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის კომნტირებისას განუცხადა.

” ანალოგიურად ხომ არ შვრებიან, როგორც სააკაშვილმა გააკეთა, როდესაც შავი ჯიპები ჩამოარიგა. თუ სახელმწიფო ამ კუთხით ფიქრობს ეკლსიასთან გარიგებას, რაღაცის სანაცვლოდ ლუკმა-პურად მიუგდო მიწის ნაკვეთები, ეს უკვე ბოროტება და მოსყიდვაა. ეკლესია ამას არ გაიზიარებს და მოუწევს ხალხთან დგომა ისეთი კანონპროექტის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიცაა მაგალითად, ნარკოპოლიტიკა, რომლის გამოც დღეს სახელმწიფო ასთი გამძინვარებული და ყველანაირად ცდილობს ეკლესიის კეთილგანწყობა მოისყიდოს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კრახით დასრულდება”, – განაცხადა მამა პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 68 346 კვ.მ. მიწა უსასყიდლოდ გადაეცა.

იტვირთბა....