aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა კახაბერი: “გამოდის, რომ ზურაბიშვილი, პრეზიდენტობის შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აგვიკრძალავს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირადად მე არ ვაპირებ რომ მას მივცე ხმა და ამის უფლება მაქვს, როგორც მოქალაქეს. იმიტომ რომ არ მომწონს. თავს შევიკავებდი კონკრეტული მიზეზების დასახელებისგან მაგრამ არ მომწონს მისი პოზიციები, თუნდაც ომის დაწყებასთან დაკავშირებით და სხვა მრავალი, – ამის შესახებ “რუსთავი 2-თან” საუბრისას მამა კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხადა.

მამა კახაბერის განცხადებით, ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება.

თითქოს ირღვევა კონკორდატი ეს არ არის სიმართლე, კონკორდატი დაირღვეოდა მაშინ ეკლესიას რომ დაერღვია კონსტიტუციის რომელიმე მუხლი, ეკლესიას კონსტიტუციის რომელიმე მუხლი არ დაურღვევია. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენი მოქალაქეობრივი უფლებაა, რომ გაგვაჩნდეს ჩვენი აზრი. ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. კანონით არის ეს მიღებული  და როგორ სასულიერო პირს არ აქვს? მაშინ პასპორტები უნდა ჩამოგვართვან ან არჩევნების მონაწილების უფლება არ უნდა მოგვცენ.

გამოდის რომ მას პრეზიდენტობის შემთხვევაში რომ თქვა, ეკლესიას მივხედავო, მოგვხედავს ასე, რომ ან მოქალაქეობას ჩამოგვართმევს ან არჩევნებში აგვიკრძალავს მონაწილეობის მიღებას”-ამბობს მამა კახაბერ გოგოტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქო გააკრიტიკა.

იტვირთბა....