aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამა დავით ჭინჭარაულის განცხადებით, მიმართვის ჩაწერის დროს, პატრიარქთან იმყოფებოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამა დავით ჭინჭარაული, რომელიც გერმანიაში პატრიარქთან ერთად იმყოფებოდა, ადასტურებს, რომ ილია მეორის მიმართვის ვიდეოს ჩაწერის დროს იქ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, მისთვის უცნობია, ვინ გაავრცელა ვიდეოს თავდაპირველი ვერსია.

როგორც მამა დავით ჭკადუა ამბობს, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ჩაწერის დროს ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

„მე არ ვიცი რა იყო და რა არ იყო, გამოქვეყნებულია და საინფორმაციო სივრცეში დევს ორი ვიდეომასალა – მეტი არაფერი ვიცი. მე ვიყავი კი (ჩაწერის დროს). მეც მედიასაშუალებით გავიგე, რომ აიტვირთა ერთ-ერთი ეპარქიის საიტიდან და დანარჩენი არაფერი ვიცი – ვინ ატვირთა, რატომ აიტვირთა, ვერ გეტყვით“, – განაცხადა მამა დავით ჭინჭარაულმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადების სრული ვერსია მამა დავით ჭინჭარაულმა გაავრცელა. ტელევიზიის ცნობით, დავით ჭინჭარაულმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან ერთ საათში პატრიარქს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განუცხადა, რომ დაგეგმილი შეთქმულების მონაწილე მისი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილია.

იტვირთბა....