aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„მამა გიორგი ციანიდს საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომლის თხოვნით ეძებდა“

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მამაო, როგორც თვითონ ამბობს, ეძებდა ციანიდს, საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომლის თხოვნით, მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, საიდანაც დაიწყო ციანიდის თემა”- ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ PALITRANEWS-ის გადაცემაში ”360 გრადუსი” სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია მამაოსა და ეკლესიის წინააღმდეგ.
”მამაო, როგორც თვითონ ამბობს, ეძებდა ციანიდს, საპატრიარქოს ერთ-ერთი თანამშრომლის თხოვნით, მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, საიდანაც დაიწყო ციანიდის თემა. მე ვფიქრობ, ეს იყო მიზანმიმართული, დაგეგმილი პროვოკაცია მამაოსა და ზოგადად, ეკლესიისა და საპატრიარქოს წინააღმდეგ. რაც შეეხება პატრიარქის შესაძლო მოწამვლის თემას, მე უკვე გავიხსენე რამდენიმე ფაქტი – 2004, 2009 წლის, რომ ეს ჩვენთვის არ იყო უცხო. სამწუხაროდ, ბოლომდე არ გამოძიებულა, ცილისმწამებელი, თუ პროვოკატორი არ მხილებულა, არ დასჯილა. ამიტომაც მოვედით ამ რეალობამდე. ადრე რომ ეს ბოლომდე მისულიყო, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ განსაცდელს, ერიც და ბერიც თავიდან ავიცილებიდით”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც ბრალად ერთ-ერთი პირის მოწამვლა ედება, გუშინ დაიკითხა. მან რამდენიმე კითხვას პასუხი არ გასცა და მიზეზად ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელა.

იტვირთბა....