aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამაკაცი, რომელსაც ვარკეთილში ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამაკაცი, რომელსაც დღეს ვარკეთილში ავტომობილი დაეჯახა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მამაკაცს „ფორდის“ მარკის ავტომობილი დღის პირველ ნახევარში დაეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიების ფარგლებში, დანიშნულია ექსპერტიზები. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, დააკავეს თუ არა ავტომობილის მძღოლი, რომელიც მამაკაცს შეეჯახა.

იტვირთბა....