aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

მალე საქართველოში იაფი ირანული საწვავი გაიყიდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

უახლოეს პერიოდში საქართველო საწვავის შემოტანას ირანიდანაც დაიწყებს. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ირანი უკვე იწყებს ევროსტანდარტთან შესაბამისი საწვავის წარმოებას, რის შემდეგაც იგი ქართული კომპანიებისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება გახდება. მოსალოდნელია, რომ საწვავის იმპორტში რუსული, თურქმენული და უკრაინული საწვავის წილიც თვალშისაცემად მოიმატებს.

ამჟამად საწვავის იმპორტში რუსულ და თურქმენულ საწვავს ერთობლივად 25% უჭირავს, 60% ევროპულ პროდუქტზე მოდის. ეს-ეს არის იმპორტი დაიწყო უკრაინიდანაც. ამ ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავის წილი ჯერ 3%-ს არ აღემატება.

სპეციალისტების შეფასებით, არეალის გაფართოება ნავთობის ბაზარზე კონკურენციის ზრდამ გამოიწვია. ამის შესაძლებლობა მცირე და საშუალო კომპანიებს აქამდე არ ჰქონდათ. ამ ქვეყნებიდან იმპორტის ზრდას საწვავის მისაღები ფასი განაპირობებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში, ფასის გარდა, მიზეზად საწვავის ხარისხს მიიჩნევენ. კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან საწვავის იმპორტი 2000 წლიდან ხორციელდება, მაგრამ ბოლო წლებში ეს პროცესი მკვეთრად გააქტიურდა.

“თურქმენეთი 2000-იანი წლებიდან ნავთობპროდუქტების ტრადიციული სტაბილური მომწოდებელია. ბოლო დრომდე ამ ქვეყნიდან ბენზინი და დიზელი შემოდიოდა. შემდეგ ბენზინის შემოსვლა შეწყდა, რადგან იქ წარმოებული პროდუქტი ჩვენთან არსებულ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა. ამ ეტაპზე შემოდის მხოლოდ დიზელი, მათ შორის ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი. პარალელურად შედარებით დაბალხარისხიანი დიზელის იმპორტიც ხორციელდება. შეიძლება ითქვას, რომ თურქმენეთი საქართველოს სტაბილური სავაჭრო პარტნიორია.  – განმარტავს მთვრალაშვილი.

მისი ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალს ირანიც დაემატება. ამ ქვეყნიდან საწვავის შემოტანა უკვე იგეგმება.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, საწვავის იმპორტი მზარდ ტენდენციას სამომავლოდაც შეინარჩუნებს.

წყარო: “რეზონანსი”

 

იტვირთბა....