aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაია ოთინაშვილმა და აკაკი დოთიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია უკვე დატოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადსატურეს, რომ მაია ოთინაშვილთან ერთად, რუსი სამხედროების მიერ გატაცებული აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

50 წლის მწყემსი აკაკი დოთიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ე.წ.  ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

ოჯახმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაწესებული 2 000 რუსული რუბლი 7 ოქტომბერს გადაიხადა.

მწყემსი რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ სოფელ კირბალიდან იმ დროს აიყვანეს, როცა ის შვილთან და თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.

შეგახსენებთ, რომ მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. მაია ოთინაშვილმა და აკაკი დოთიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია უკვე დატოვა.

იტვირთბა....