aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მათიკაშვილი: პრეზიდენტის შთავაზება „ოცნებაში“ განხეთქილებას გამოიწვევს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამნტის დეპუტატი დავით მათიკაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ შეთავაზებულ ინიციატივას, რომლიც კონსტიტუციაში ცვლილების სახით უნდა შევიდეს მხარს არ დაუჭერენ.

მისი თქმით, უმრავლესობა ვეტოს დაელოდება და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზიარებენ, თუ იქ საუბარი ბონუსების აკრძალვაზე და საარჩევნო ბლოკების დაშვებაზე იქნება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ მარგველაშვილს შესთავაზა. დანარჩენ სხვა შემთხვევაში ისინი ვეტოს არ გაიზიარებენ. მათიკაშვილის განცხადებით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით სხვა რაიმე ახალი ინიციატივების სივრცე აღარ არის.

„პრეზიდენტის შემოთავაზება ცოტა არ იყოს უხერხულია, რადგანაც ჩვენ გუნდის ერთიანობას დიდ  მნიშვნელობას ვანიჭებთ და მისი სიმტკიცის, კომპრომისის ხარჯზე ვერანაირ გადაწყვეტიელბას ვერ მივიღებთ.

გადაწყვეტილება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღოთ, თუ მარგველაშვილი ვეტოს ჩვენს მიერ შეთავაზებულ საკითხებს დაადებს. თუ არ დაადებს, მაშინ ჩვენ თავად მივიღებთ გადაწყვეტილებას და პარლამენტში ამ ცვლილებების შეტანას თავადვე შევძლებთ.

ეს ცოტა ალოგიკური წინადაადებაა, რა გამოდის, რომ  პრეზიდენტი გვეუბნება, თუ თქვენ გუნდში არ დაგიჭერენ მხარს, მაშინ ოპოზიციაში დაგიჭერენ.

ასეთი შეთავაზება აქვს პრეზიდენტს. გუნდი ერთიანია, ჩვენ შიდა კონსესუსის სახით გადაწყვეტილება მივიღეთ და ასეთი შემოთავაზება ძალიან უხერხულია. მმართველ გუნდთან შეხვედრისას პრეზიდენტს მსგავსი შეთავაზება არ ჰქონია. შინაარსობრივად საუბრი იყო იმ საკითხებზე, რომლზეც  მმართველ გუნდის მიერ იყო შეთავაზებული“,-ამბობს მათიკაშვილი „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა,   სადაც აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდთან პრეზიდენტს ახალი ოთხპუნქტიანი შეთავაზება აქვს.

”დღეს ოპოზიციის და პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შეთანხმება შედგა. ოპოზიციამ და პრეზიდენტმა მანამდე მიაღწია 6 პუქნტიან შეთანხმებას, თუმცა უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ოპოზიციამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, რომ გადაედგათ კიდევ თანხმობის ნაბიჯი და გააკეთეს 4 შეთავაზება – ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ორი საკითხი, რომელსაც ”ქართული ოცნება” ითხოვს, მესამე – პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და მეოთხე შეთავაზება არის ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

ეს არის ოთხი ძირითადი ნაბიჯი თანხმობისკენ, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სთავაზობს უმრავლესობას, რომ გათვალისწინებული იყოს ვეტოში. თუ უმრავლესობას კიდევ სხვა საკითხები სჭირდება, მაგალითად, რელიგიის თავისუფლების მუხლი, ოპოზიცია მზად არის, ამაზე ითათბიროს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე აღნიშნულ საკითხზე “ქართულ ოცნებასთან” დამატებითი კონსულტაციისთვის მზად არის.

ამასთან, ანა დოლიძის განცხადებით, თუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლის საკითხის გამო მმართველ გუნდს ხმები არ ეყოფა და “ქართული ოცნების” მაჟორიტარები მხარს არ დაუჭერენ პროექტს ამ შემთხვევაში ოპოზიცია უმრავლესობას საკუთარ 32 საპარლამენტო ხმას დაუმატებს.

იტვირთბა....