aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მადლობა ფონდ “ქართუს”, რომ 600 ათას ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მისცა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ფონდ “ქართუს” მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ 600 000-ზე მეტს ადამიანს ახალი წლიდან ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მიეცა.

კახა კალაძე გამოეხმაურა მთავრობის ინიციატივას ვალების განულების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. თბილისის მერმა პოლიტიკური ოპონენტებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან აღნიშნული თემის გამოყენება ვიწროპარტიული ინტერესებისთვის ხდება.

რამდენიმე დღეა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მთავრობის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა – კერძო პირების ვალების განულების თაობაზე. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, რომ ჭარბვალიანობა არის სერიოზული პრობლემა, 600 ათასზე მეტი ადამიანია, ვინც ამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება დღეს.

ამაზე საუბრობდა პრემიერ-მინისტრი, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც მან გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკაში დაბრუნებულიყო.

სხვათა შორის ამაზე საუბრობდა ჩვენი ოპოზიციაც, როდესაც მათ გაიგეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვემუშავებოდით ბანკებს და სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებს. წინა დღეს, ვიდრე ჩვენ ამას გავაცხადებდით, გამოვიდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სასწრაფოდ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ორშაბათს კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით განცხადება და სურვილი ჰქონდათ პოლიტიკურად ქულები ჩაეწერათ. ეს რა თქმა უნდა, სასაცილო იყო, ეს იყო დადგმული შოუ.

დღეს ჩვენ ვისმენთ რამდენიმე განსხვავებულ პოზიციას და განცხადებებს, პირველ რიგში მათგან ვინც გვეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, დღეს გვეუბნებიან, რომ ეს არის სიცრუე და არაფერი გაკეთებულა. საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ბანკები ჩამოწერას ყოველწლიურად ახორციელებენ ხოლმე. ესეც ტყუილია.

ყველაფერი გასაგებია. მესმის, რომ არჩევნებია და ცდილობენ, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმ ტექნიკურ მხარეზეც ისაუბრა, თუ რა ვადებში მოხდება ვალების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის.

3 დეკემბრიდან შესაძლებელი იქნება სპეციალური ვებ გვერდის საშუალებით გადაამოწმონ ინფორმაცია სასესხო დავალიანების შესახებ. რამდენიმე დღეში მოგაწვდით, კონკრეტულად რომელი გვერდი იქნება. ასევე შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ორგანიზაციებს, ვისი ვალიც მართებთ მათ. ვალების ჩამოწერა დაიწყება 15 დეკემბრიდან და სრულად ჩამოიწერება 31 დეკემბრის ჩათვლით.

ვის უშლის ხელს დღეს 600 000 მოქალაქის პრობლემის მოგვარება, მითუმეტეს, რომ ამისთვის ერთი თეთრი არ გადის ბიუჯეტიდან? რა აკლდებათ იმ ადამიანებს, ვინც აგრესიულ ოპონირებას უწევს ხელისუფლებას ამ ინიციატივის გამო? – გასაგებია ალბათ რაც აწუხებთ მათ, თუმცა ამით არაფერი იცვლება.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ბანკებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“, რომ 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ადამიანთა იმ ნაწლის, რომლებიც  ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ მომხმარებლები არიან, დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ,  თუმცა მთავრობასთან ამ დრომდე გრძელდება მოლაპარაკებები.

3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა  ისინი სესხის განულების სიაში.

იტვირთბა....