aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ლ ჯგუფის“ ადვოკატი – „ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი მშენებლებზე გადატეხოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორის, გრიგოლ ჭანტურიას ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, „ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი გადატეხოს ისეთ ადამიანებზე, როგორებიც არიან მშენებლები და როგორც ჩანს, თავად არ აპირებენ არანაირი პასუხისმგებლობის აღებას.

​„ჯერ გარკვევის პროცესში ვართ. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოიკითხა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე არიან დაბარებულები მშენებლები, რომლებმაც აღნიშნული კორპუსი ააშენეს. მე ვიცავ მათ უფლებებს. ასევე, ვიცავ გრიგოლ ჭანტურიას ინტერესებს.

დღესდღეობით 90 პროცენტი საქართველოში, მით უმეტეს თბილისში, არ არის ექსპლუატაციაში შესული. უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა „ყაზტრანსგაზს“. ჩემი აზრით, ამ კომპანიის პასუხისმგებლობა იკვეთება“, – აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა. ადგილობრივების განცხადებით, მათ დილით გამოძახებული ყავდათ ბრიგადა, რომელმაც მაცხოვრებლები დაამშვიდეს და უთხრეს, რომ საშიში არაფერი იყო. აფეთქებას ადგილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო მოგვიანებით იაშვილის კლინიკაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. 

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ დაშვებულია 6 ადამიანი და მათი მდგომარეობა არაა მძიმე.

პრემიერმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებიც დაიკითხებიან.

თავად აფეთქების ფაქტზე “ყაზტრასნგაზმა” განცხადება გაავრცელა. 

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ დიდ დიღომში, კორპუსი, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა, ექსპულატაციაში მიღებული არ ყოფილა.

იტვირთბა....