aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ლურჯი ჟილეტების” პროტესტი – საფრანგეთში პოლიციელები დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ 

aviabiletebi
ავიაბილეთები

საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” შემდეგ “ლურჯი ჟილეტების” პროტესტი ღვივდება. 5 კვირიანი დემონსტრაციების შემდეგ, ფრანგმა პოლიციელებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელზე მეტი მუშაობით გადაღლილები არიან, სათანადო ანაზღაურება კი არ აუღიათ, ამიტომაც ამ კვირაში აღნიშნულს გააპროტესტებენ და უკეთეს ანაზღაურებასა და სამუშაო პირობებს მოითხოვენ.

პოლიციელთა გაერთიანებები მანამდეც გამოხატავდნენ წუხილს გადაღლაზე, “ყვითელი ჟილეტების” აქციაზე მუშაობა კი ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

ოთხშაბათს პოლიციის სადგურები დაიკეტა, პოლიციელთა გაერთიანებებმა მოითხოვეს, 11 000 პოლიციელს აქციაზე დამატებით ნამუშევარი დღეებისთვის ბონუები გადაეცეთ.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ბრუნო ლე მაირის თქმით, მათი მოთხოვნა ლეგიტიმურია, რადგან ექსტრემალურად მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა.

 

იტვირთბა....