aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ხელვაჩაურში თვითმკვლელობა სცადა გაუმჯობესდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

17 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ხელვაჩაურში სანადირო თობით თვითმკვლელობა სცადა გაუმჯობესდა. მას ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ. მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდა კონტაკტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

“პაციენტს დადებითი დინამიკა აღენიშნება. ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადავიყვანთ და შემდგომი მკურნალობა პალატაში გაგრძელდება. პაციენტი უკეთ გრძნობს თავს კონტაქტურია”, – ამბობენ კლინიკა “მედინაში”.

შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფით, ორი ჭრილობა 19 დეკემბერს მიიყენა. ამის გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ახლობლები და სკოლის დირექტორი ამის მიზეზად ინტერნეტთამაშს “ლურჯ ვეშაპს” ასახელებენ.

გამოძიება სსკ-ის 285-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას გულისხმობს.

14 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მაისში დაწყებული გამოძიების თანახმად, ქართულ ინტერნეტში ონლაინ თამაშის – ეგრეთ წოდებული “ლურჯი ვეშაპის” არსებობა არ დასტურდება.

იტვირთბა....