aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლონდონში, აგვისტოს ომისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს საელჩოში ხმაურით დასრულდა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლონდონში, საქართველოს საელჩოში გამართული ღონისძიება, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს მიეძღვნა, ხმაურით და დაკავებით დასრულდა.

საელჩოში რუსული საინფორმაციო საშუალებების ბრიტანელი ჟურნალისტი და ბლოგერი გრემ ფილიპსი შეძახილებითა და ვიდეო-კამერით შეიჭრა.

საელჩომ დიპლომატიური პოლიცია გამოიძახა, რომელმაც ადგილზე დააკავა გრემ ფილიპსი. ​ ამჟამად მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მისი ასეთი ქმედების მიზანი პროვოკაცია იყო.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალურად, ეს არის დღევანდელობა. დღევანდელობა იმისა, რომ საქართველო არის სამიზნე რუსული პროპაგანდის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ და დიმპლომატიურ უწყებებს, საელჩოებს განსაკუთრებული დაცვა, ყურადღება სჭირდება ამ მხრივ. ჩვენ ამის თაობაზე გვექნება დღესვე საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, შესაბამის სამსახურებთან,“ – განაცხადა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილმა.

Breaking News თავდასხმა საქართველოს საელჩოზე ლონდონში, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ბლოგერი და Russian Today ის ჟურნალისტი გრემ ფილიპსი. იგი საელჩოში გია ბუღაძის გამოფენზე შეიჭრა, რა დროსაც ქართველი დამთვალიერებლის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი.პოლიციამ თავდასხვა მალევე აღკვეთა და დააკავეს.Breaking News – Attack on Embassy of Georgia in London, Russian citizens, blogger and journalist Russian today's Graham W Phillips is arrested.

Gepostet von რადიო თბილისი / FM 93.5 / Radio Tbilisi am Dienstag, 7. August 2018

იტვირთბა....