aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება

ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს კუთხე მოეწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM საქართველოს კუთხე მოეწყო.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენას 90 000 ათასამდე დამთვალიერებელი და მედიის 2700 წარმომადგენელი დაესწრო.

გამოფენაზე მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან WTM Buyer’s Club-ის 9 325 წევრი იყო წარმოდგენილი.

გამოფენაზე, საქარველოს სტენდთან მისულ დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს, სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ სპეციალური პრეზენტაციები და ვიდეორგოლების ჩვენება გაიმართა.

გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის მარკეტინგულ კომპანიებთან და მედიის წარმომადგენლებთან, სამომავლოდ პრეს და გაცნობითი ტურების დაგეგმვის მიზნით.

იტვირთბა....