aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: “შრომის უსაფრთხოების მიზნით, საკანონმდებლო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების მიზნით, საკანონმდებლო რეგულაციები უნდა გამკაცრდეს.

“იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ხდება შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება და გაიცემა რეკომენდაციები, მეორადი ინსპექტირებისას რეკომენდაციები ისევ შეუსრულებელია. კანონმდებლობაც პრობლემატურია, სანქციები არაეფექტიანია, გამოძიების თვალსაზრისით კი, ხშირ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არ დგება. 90 საქმიდან, რაც შარშან სასამართლოებმა განიხილეს, 72 პროცენტი საპროცესო გარიგებით დასრულდა.

სტატისტიკა ადასტურებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს მკაცრი მიდგომა და დამსაქმებლებს არ აქვთ განცდა, რომ მსგავსი ფატალური შემთხვევის დროს, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგება. გამოსავალი არის საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებაში”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლომჯარიამ.

ამ წუთებში სახალხო დამცველი პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

იტვირთბა....