aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლომჯარია: ვფიქრობ, ოპოზიცია წინასწარ რომ გაეფრთხილებინათ, პოლიციას არ მოუწევდა აგრესიის ატანა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მე ვფიქრობ, ოპოზიციისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო გაფრთხილება გაკეთებული, რომ ამ გზით ვერ შევიდოდნენ, პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა”, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

“მე ვფიქრობ, ოპოზიციისთვის წინასწარ რომ ყოფილიყო გაფრთხილება გაკეთებული, რომ ამ გზით ვერ შევიდოდნენ თელავში და ალტერნატიული გადაადგილების გეგმა თუნდაც წინა დღით შეეთავაზებინათ, ოპოზიცია უფრო დროულად ორგანიზდებოდა და პოლიციას არ მოუწევდა საპროტესტოდ დამუხტული მასის აგრესიის ატანა. ამით უფრო იქნებოდა დაცული გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის უსაფრთხოება. მე პატივს ვცემ ქართულ პოლიციას, მაგრამ ჩემი მანდატი ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. პოლიციის უსაფრთხოება შსს-ს პრეროგატივაა”, – განაცხადა ლომჯარიამ.

“დარწმუნებული ვარ სახალხო დამცველი არ იყო ინფორმირებული რომ შსს-მ აქციის მონაწილეებს შესთავაზა ალტერნატიული მარშრუტი”

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თელავის მიმართულებით

იტვირთბა....