aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლომჯარია: “ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სკოლაში ბულინგი სახელდება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის კვლევაში აღნიშნულია, რომ სკოლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბულინგი სახელდება.

მოსწავლეების 47,7 პროცენტი ასახელებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თანაკლასელებში ფიზიკური ჩაგვრის შემთხვევებზე სმენია, ან შესწრებია. ამასთან, კიდევ უფრო მაღალია სიტყვიერი ჩაგვრის შემთხვევები. ინფორმაცია სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ წარმოდგენილი მონაცემებით დასტურდება.

მოსწავლეების 65.8 პროცენტი აცხადებს, რომ სხვა მოსწავლეების ჩაგვრის ფაქტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სმენია, ან უნახავს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ჩაგვრის მიზეზი მრავალგვარია და მოიცავს როგორც რასობრივ, ეთნოკულტურულ და რელიგიურ კუთვნილებას, ასევე სექსუალურ ორიენტაციას, შეზღუდული შესაძლებლობასა და სოციალურ სტატუსს.

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ კვლევა 64 საჯარო და კერძო სკოლაში ჩაატარა. კვლევა მოიცავდა სამ სამიზნე ჯგუფს: მე-7 – მე-12 კლასის მოსწავლეებს, იმ საგნის პედაგოგებს, რომელთა სასაწავლო პროგრამაც მოიცავს ადამიანის უფლებების ასპექტებსა და სკოლების ადმინისტრაციას. კვლევაში მონაწილეობა 1 480 ადამიანმა მიიღო.

იტვირთბა....