aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გააგრძელონ წიწაკის ჭამა”: “ოცნების” ლიდერი ზურაბიშვილის გამოსვლას ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ შაქარიშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება:
“ვერ გამოვარჩიე ერთი, ორი ან სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ეს იყო ნამდვილი პოლიტიკოსის და ჭეშმარიტად მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის სიტყვა.
ადამიანური, მართალი და გააზრებული.
სხვებმა გააგრძელონ წყევლა, ჭორაობა და წიწაკის ჭამა, კონტრასტი კიდევ უფრო ნათლად ჩანს!
ვარ ამაყი, რომ საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება!”, – წერს შაქარიშვილი.

რამდენიმე დღის წინ, “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში წიწაკა შეჭამა და მოსახლეობას გამოიწვია.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

იტვირთბა....