aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ლიბერალის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თავს დაესხნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს, თავს დაესხნენ. გამოცემის ცნობით, ვარდიაშვილს 5-6-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც თავად ვარდიაშვილი ყვება, შემთხვევა შაბათს მოხდა. მისი თქმით, თავდამსხმელები დაინტერესდნენ მისი კუთვნილი ავტომანქანით, რომელსაც ყიდის.

„როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი – ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური – „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ” – ამბობს ზურა ვარდიაშვილი, რომლის კომენტარსაც “ლიბერალი” აქვეყნებს.

ვარდიაშვილი ვერ ხვდება რა შეიძლება ყოფილიყო მასზე თავდასხმის მიზეზი. მისი თქმით, “თავდამსხმელები იქცეოდნენ, როგორც სპეციალურად მომზადებული ჯგუფი, მოქმედებდნენ გასამხედროებული დანაყოფივით და ემორჩილებოდნენ ერთ-ერთი მათგანის ბრძანებებს.“

ვარდიაშვილის თქმით, მას სამართალდამცველებმა აუხსნეს, რომ თავდასხმა მასზე შემთხვევით მოხდა, რადგან თავდამსხმელებს ის ეგონათ პირი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ “კარფურში” იჩხუბა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. თავდამსხმელები იდენტიფიცირებული არიან, თუმცა “ლიბერალის” ცნობით, ისინი ჯერ არ დაუკითხავთ.

ვრცლად მომხდარის შესახებ წაიკითხეთ: liberali.ge

იტვირთბა....