aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მედია მთავარი

“ლიბერალის” ახალი ამბების რედაქტორს საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჟურნალ „ლიბერალის” ახალი ამბების რედაქტორს, დათო გამისონიას, ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა, რომლებიც უბნის ტერიტორიას არ ტოვებდნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის იყო ყოფილი დეპუტატი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“ თამაზ გიორგაძე, მათ ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად “ლიბერალი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული პირების გაღიზიანება „ლიბერალის” შეკითხვამ გამოიწვია, თუ რატომ არ ტოვებდნენ უბნის ტერიტორიას

შსს-სთვის მიმართვის შემდეგ, სამართალდამცავებმა ინციდენტში მონაწილე ორი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. გამოკითხულია ჟურნალისტი.

იტვირთბა....