aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ლეოგრანდის“ იურისტი: “ბიზნესზე უდიდესი დარტყმაა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასტუმრო „ველმონდის“ იგივე „ლეოგრანდის“ იურისტმა კახაბერ წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართვა, სასტუმროს შენობის ექსპულატაციის მოთხოვნის შესახებ, ბიზნესზე უდიდესი დარტყმაა. როგორც იურისტი აცხადებს, სასტუმროში ამჯერად ყველა აუცილებელ მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიმართვა სასამართლოსადმი მოულოდნელი იყო. ყოველდღიურ რეჟიმში მათთან თანამშრომლობა მიმდინარეობდა. რაიმე წერილობითი შეტყობინება სასტუმროს არ ჩაბარებია. ისეთ ვითარებაში როდესაც სეზონია, ეს არის ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმა – ეს არის ფაქტი. აუცილებელი მოთხოვნები არის დაცული, სხვანაირად არც ერთი სტუმარი სასტუმროში არ იქნება. ფაქტი არის ის, რომ ეს ბიზნესს არ წაახალისებს”,- განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

როგორც ცნობილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროში, გასული წლის 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.

იტვირთბა....