aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლელა წურწუმიას კონცერტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32 000 ლარით დაასუბსიდირეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომღერალ ლელა წურწუმიას კონცერტებისთვის დარბაზების ქირის ხარჯს გადაუხდის.

საქმე იმაშია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და შეარჩიეს მუსიკალური ღონისძიებები და არტისტები, რომელთაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დარბაზების ქირას გადაუხდის. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

კერძოდ, „ბლექ სი არენას“ მომსახურება ჯდება 45 000 ლარი, თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) – ₾25,000, ხოლო ბათუმის მუსიკის სახლის – ₾7,000.

ტურიზმის ეროვნული ადმიისტრაციის ინფორმაციით, ლელა წურწუმიას შოუ დღეს, 20 მაისს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება, ხოლო 23 ნოემბერს – ბათუმის მუსიკის სახლში.

როგორც BM.ge-ის მომღერლის პროდუსერმა კახა მამულაშვილმა განუცხადა, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა ქართული შოუ-ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფილარმონიაში კონცერტის ჩატარება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ფაქტობრივად, დარბაზების მომსახურების ხარჯი ჯამური ხარჯების თითქმის 30-40 პროცენტია. ჩვენ წარვადგინეთ ორი პროექტი და ორივე მოიწონეს. როგორც უკვე დაანონსდა, ლელა წურწუმიას მორიგი შოუ ბათუმში 23 ნოემბერს, გიორგობას გაიმართება“, – განაცხადა კახა მამულაშვილმა.

მისი თქმით, ფილარმონიაში დღეს დაგეგმილი კონცერტის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

„სრული ანშლაგი გვაქვს. ბილეთების ფასი 10 ლარიდან იწყებოდა და მაქსიმუმი 80 ლარი იყო. ყველა გაიყიდა.“, – აღნიშნა წურწუმიას პროდუსერმა.

წყარო: bm.ge

იტვირთბა....