aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ლევან სონღულაშვილის  „მონაზონი“ „სოთბის“ აუქციონზე გაიყიდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

25 წლის ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი „მონაზონი” (2012) „Take Home a Nude“ გამოფენა-აუქციონზე ნიუ-იორკის “სოთბის” სააუქციონო სახლში  იყო წარმოდგენილი:

“Take Home a Nude” აუქციონმა წარმატებით ჩაიარა, რომელიც ნიუ იორკის “სოთბის” სააუქციონო სახლში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ათამდე კოლექციონერი “მონაზონზე” აკეთებდა არჩევანს, საბოლოოდ, კვლავ ამერიკელი კოლექციონერის კერძო კოლექციაში მოხვდა.

ფოტოზე, მე და ბრუკ შილდსი, #Sotheby’s, ნიუ იორკი, 2016 წ.”-წერს სონღულაშვილი ფეისბუქზე.

აუქციონზე 200-ზე მეტი სხვადასხვა მხატვრის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო მეორე აუქციონი, რომელზეც წარმოდგენილი იყო ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი. შარშან 24 წლის ქართველი არტისტის ლევან სონღულაშვილის ნახატი “მედუზა” ასევე  „სოთბის” აუქციონზე გაიყიდა.

ლევან სონღულაშვილმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ამჟამად, კი ის ნიუ–იორკის ხელოვნების აკადემიაში გადის სამაგისტრო კურსს.

იტვირთბა....