aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლევან ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ თსუ-ში პროვოკაციები იგეგმება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. „115-ე აუდიტორიის“ სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სხვადასხვა წყაროებიდან მოდის ინფორმაცია, რომ გაურკვეველი პირები „115-ე აუდიტორიისკენ“ დაძვრას გეგმავენ.

„ამ აუდიტორიაში მყოფ ადამიანებს არ ეშინიათ. ყველა ძალიან მტკიცედ დგას, უბრალოდ ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრს, რომ მისი გუშინდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერს გააკეთებს უნივერისტეტში სტუდენტებისა და მათი უსაფრთხოების დაცვისთვის, ეს იყოს უზრუნველყოფილი. მოვუწოდებთ უნივერსიტეტში მყოფ პოლიცის თანამშრომლებსა და მინისტრ მღებრიშვილს, რომ ძალიან მკაცრად გააკონტროლონ უნივერსიტეტის ყველა შემოსასვლელი, რადგან ჩვენ გვაქვს უტყუარი და დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგეგემება ამ აუდიტორიაში შემოჭრა“- განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტში საპროტესტო, ორმხირივი აქციები ბოლო რამდენიმე დღეა მიმდიანარეობს. ე.წ. „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტები უნივერსიტეტში „ოდეერის“ არსებობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებასა და თვითმმართველობის რეფორმას ითხოვს. თვითმმართველობის მხარდამჭერები კი რექტორ, ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ და ამ მიზნით შიმშილობენ. ვლადიმერ პაპავა კი აცხადებს, რომ ის გადადგომას არ აპირებს და ამბობს, რომ სტუდენტებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

 

იტვირთბა....