aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ლევან იზორია: ყველაფერი კეთდება, რათა ჰააგის სასამართლოში დადგინდეს ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაფერი კეთდება, რათა ჰააგის სასამართლოს ფარგლებში დადგინდეს ეთნიკური წმენდა, რომელიც ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა.

მისივე თქმით, ქვეყანა ჰააგის სასამართლოს წინაშე მყარი, მომზადებული მტკიცებულებებით წარდგება.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველაფერს ვაკეთებთ, რომ განსაკუთრებით ჰააგის სასამართლოს ფარგლებში, წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დადგინდეს ის ეთნიკური წმენდა, რომელიც განხორციელდა ქართველების წინააღმდეგ. ასევე მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს წამებისა და მკვლელობის ფაქტებს. განსხვავებით იმ პროცესებისა, რომელიც ახსენეთ, ჩვენ მყარი, მომზადებული მტკიცებულებებით წარვდგებით ჰააგის სასამართლოს წინაშე, რათა ქვეყნისა და თითოეული სამხედრო მოსამსახურის ინტერესები დაცული იყოს“, – განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

იტვირთბა....