aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლევან იზორიას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

თავდაცვის მინისტრს, უწყებაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით პარლამეტის შესაბამის კომიტეტში მოუსენენ. ჟურნალისტებთან საუბრის დროს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ ლევან იზორიას მოსმენა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

”მიმდინარე წლის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, რომელიც შეირაღებულ ძალებში ოპტიმიზაციას შეეხებოდა. გარკვეულწილად დარღვეული იყო ბალანსი შესაბამისი წოდებისა და თანამდებობის მიხედვით. ბალანსის დასარეგულირებლად თამამი და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. უახლოეს ხანებში გვექნება შესაძლებლობა თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოვიწვიოთ და მოვისმინოთ, რა ვითარებაა შეიარაღებულ ძალებში და რა რეფორმები იგეგმება”, – განაცხადა სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სესიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობას პარტნიორ და ნატოს წევრ ქვეყნებთან. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა გამორჩეულია და იმას ნიშნავს, რომ საქართველოს შეირაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები აღიარებულია და საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან არა მხოლოდ თანამშრომლობს, არამედ მათი მოკავშირეცაა.

”რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი წვრთნა ჩატარდა საქართველოში, სადაც მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნები. მათ შორის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

იტვირთბა....