aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლგბტ თემის წინააღმდეგ “სპეცდანიშნულების ჯგუფის” ჩამოყალიბების მოწოდებაზე გამოძიება დაიწყო

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო იმ მოქალაქის განცხადებაზე, რომელმაც სოციალური ქსელით, ლგბტ თემის წინააღმდეგ, “სპეცდანიშნულების ჯგუფის” ჩამოყალიბება დააანონსა.

აღნიშნული პირი წერდა, რომ კურთხევა რუის-ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობისგან ჰქონდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს გამოძიება ა.ჯ.-ს მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელებული პოსტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს.

 

იტვირთბა....