aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო საზოგადოება

“ლაციოს” ფანები სტადიონზე ქალების შესვლის შეზღუდვას მოითხოვენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ლაციოს“ ულტრანაციონალისტი გულშემატკივრები მოითხოვენ, რომ ქალებს რომის ოლიმპიურ სტადიონზე დასწრების უფლება შეეზღუდოთ.

წელს, სეზონის პირველი მატჩის დაწყების წინ, მათ პამფლეტი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ულტრასების“ ტრიბუნა (პირველი ათი რიგი) წმინდა ადგილია და იქ ქალები თავისუფლად ვერ უნდა შედიოდნენ.

„თუ ვინმეს „ვილა ბორგეზეს“ პარკში სეირნობას სტადიონზე მოსვლა ურჩევნია, სხვა ტრიბუნები შეარჩიოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ლაციოს“ ულტრანაციონალისტი გულშემატკივრები რასისტული, ანტისემიტური და ძალადობრივი ქმედებებით არიან ცნობილნი. გასულ სეზონში კლუბი იმის გამო დააჯარიმეს, რომ გულშემატკივრებმა ჰოლოკოსტის ცნობილი მსხვერპლის, ანა ფრანკის პორტრეტები გაავრცელეს, რომელშიც გოგონას „ლაციოს“ ისტორიული და ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგის, საფეხბურთო კლუბ „რომას“ მაისური ეცვა.

იტვირთბა....