aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იბარებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნის გამო, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იბარებენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკი არის ის უწყება, რომელიც დეტალურ ინფორმაციას ფლობს ვალუტის კურსთან დაკავშირებით, შესაბამისად ლევან კობერიძის თქმით, აუცილებელია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტებები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ფორმატში გააკეთოს.

ეროვნული ვალუტა ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, დღეის მონაცემებით უკვე 22 თეთრით გაუფასურდა.

„უპრიანი იქნება, რომ მოვუსმინოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეკონომიკის კომიტეტში მოვიწვიოთ და იქ გავმართოთ მსჯელობა. ეროვნული ბანკი არის ის უწყება, რომელსაც აქვს სრული ინფორმაცია ლარის კურსთან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შესაბამისად ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს არ შეგვიძლია ვიმარჩიელოთ რაღაც თემებზე და ვთქვათ, რომ კურის ამიტომ იცვლება ან იცვლება და ასე შემდეგ. ეროვნული ბანკი არის ის უწყება, რომელსაც აქვს ეს ინფორმაცია სრულყოფილად,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.

იტვირთბა....