aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

„ლარის კურსის მნიშვნელოვან ცვლილებას აღარ ველით“

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

„გაცვლით კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით”, -ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

“დაკვირვებიხართ ალბათ, რომ არ ვაკეთებთ კომენტარებს არც მაშინ, როდესაც კურსი მყარდება და არც მაშინ, როდესაც უფასურდება. გვქონდა ერთჯერადი ფაქტორები, რომელმაც მოახდინა გავლენა და იყო მოლოდინები, რომელსაც არ შეიძლება, გავლენა არ მოეხდინა გაცვლით კურსზე. თუ გადავხედავთ ციფრებს და ბოლო დროის ტენდენციებს, დინამიკა ნამდვილად გაუმჯობესებულია. ტურიზმი გაიზარდა 11%-ით, ფულადი გზავნილები 13%-ით. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%-ით არის გაზრდილი. ბოლო პერიოდში, დოლარი საკმაოდ გამყარდა და პიკსაც კი მიაღწია. თუ ყველაფერს ერთად განვიხილავთ, გაცვლით კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....