aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გრიგოლ ვაშაძის განცხადებებია

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს და ფინანსურ ბაზარზე აჟიოტაჟს ქმნის ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ ქვეყანაში ომი და დაპირისპირება უნდა იყოს, რაც რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას“, – ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ იმ მზაკვრული მიზნის ნაწილია, რომ დარტყმა მიაყენონ ეროვნული ვალუტის კურსს, რაზეც ფინანსური ექსპერტები ინტენსიურად საუბრობენ.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა და ყველა ექსპერტი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და დაძაბულობა, მითუმეტეს რომელიმე კანდიდატი წინა პერიოდში თუ იძახის, რომ აპირებს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას, ეს ფინანსურ ბაზარზე გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის. ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ როდის ხდება კურსის დევალვაცია. გარდა ამისა, ლარის კურსის ვარდნას საახალწლო მზადებაც უწყობს ხელს. ვითარებაც დასტაბილურდება, საახალწლო პერიოდიც გაივლის და ვალუტაც შესაბამის რეაგირებას გააკეთებს.

რასაკვირველია, მათი განცხადებები გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ეს ცნობილი ფაქტია, ამას არანაირი საპირისპირო აზრი არ შეიძლება ჰქონდეს. სამუშაოა ინვესტიციებზეც და წარმოების განვითარებაზეც, თუმცა ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ აქ ომი უნდა იყოს და ომით გვემუქრება. ეს ყველაფერი რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

იტვირთბა....