aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ლარის გაუფასურება მაჩვენებლია, რომ საზოგადოება და ბიზნესი არ ენდობა ხელისუფლებას”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია “მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონების” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა “TV პირველის” ეთერში ლარის გაუფასურებაზე ისაუბრა,მის გამომწვევ მიზეზებზე და იმ მდგომარეობაზე, რაც ლარის დევალვაციამ გამოიწვია, კერძოდ კი მოქალაქეებისთვის ცხოვრება გაძვირდა.

“დღევანდელ სამყაროში თითოეული ლარის კუპიურა სუსტ ან ძლიერ ვალუტას ქმნის იმის მიხედვით, არსებობს თუ არა ნდობა მთავრობის მიმართ. ნდობას, რომ მას რაიმე ეკონიმკური ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, რაც სიტუაციას გამოასწორებს. ისინიც კი რომლებმაც 41 შემოხაზეს არჩევნებზე თვლიან,რომ ესარის არაკომპეტენტური, უცოდინარი მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება.

ლარის კურსი, ეს არის ბოლო წერტილი, რომელსაც ჩვენ ტაბლოებზე ვხედავთ. მას წინ უძღვის მთელი კასკადი მოვლენებისა, რის გამოც ლარი ეცემა. ჩვენ გავქვს დაბალი ეკონომიკური ზრდა. ეს არის ჩვენი ეკონომიკის სისუსტე. ჩვენ ვერ ვქმნით იმდენ დოვლათს, რაც მოგვცემდა რეგიონში უპირატესობას ჩვენ სავაჭრო პარტნიორებთან. დაბალი ეკონომიკური ზრდა არის ამის მთავარიმიზეზი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სუსტები ვართ, ეს არაკომპეტენტური პოლიტიკის ბრალია.” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილის განმარტებით ქართული ეკონომიკის გაძლიერების ერთადერთი ფაქტორი გადასახადების შემცირებაში მდგომარეობს და მთავრობამ მცირე და საშუალო ბიზნესს ხელი უნდა შეუწყოს.

“ჩვენ ვართ დაღმავალ სპირალზე. ქართული ეკონომიკა მორევს გავს. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მთავრობამ უნდა თქვას ბიუჯეტში ბევრ უყაირათოხარჯებზე. მან მკვეთრად უდნა შეამციროს გადასახადები რამდეიემმიამრთულებით. უდნა დაეხმაროს მცირე დასაშუალო ბიზნესს. ამ მდგომრეობაში მსხვილი ბიზნესი ზედაპირზე ტივტივებს. წვრილი და საშუალო ბიზნესი, რომელიც არის მთავარი დასაქმების წყარო, არიან მძიმე მდგომარეობაში. ლარის წინა დევალვაციის გამო გაზის ტარიფი ივლისში გაიზარდა და ახლა რიგში დენის ტარიფი დგას. ეს ტარიფები გაიზარდა როცა 2.30 იყო დოლართან მიმართებაში ლარი. ახლა კი რომც დენის ტარიფი გაიზარდოს კომპანიები წაგებაში იქნებიან. მთავრობა ისევ ხალხის ხარჯზე გამოვა არსებული მდგომრეობიდან” – განმარტა ჭიაბერაშვილმა.

იტვირთბა....