aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლავროვმა ამერიკული დემოკრატია სერიალ „ბანქოს სახლს“ შეადარა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკული დემოკრატია სერიალ “ბანქოს სახლს” შეადარა.

“ვაშინგტონის ვარაუდები, რომ ინტერნეტ-კვლევის სააგენტოსთან ევგენი პრიგოჟინის მონაწილეობამ გავლენა მოახდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას წარმოაჩენს როგორც “ბანქოს სახლს”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, დაუჯერებელია თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუს რესტავრატორს სოციალურ ქსელში სტატუსების გამოქვეყნებით, შეუძლია გავლენა იქონიოს ისეთ “ძერჟავაზე, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია”.

“ასეთი შეხედულება, ჩემი აზრით, მთელ ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას სასაცილო მდგომარეობაში აყენებს, ისე როგორც ეს “ბანქოს სახლშია” ნაჩვენები”, – ამბობს ლავროვი.

ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და გაიხსენა ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენა არ მოუხდენია და არ ჩარეულა პროცესებში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ბრალი წაუყენეს.

სწორედ ბრალდებულებს შორისაა ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ადამიანად მიიჩნევენ. პრიგოჟინს უკავშირებენ “ინტერნეტ-გამოძიებების სააგენტოს” – “ტროლების ფაბრიკას”, რომლის თანამშრომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერ კომენტარებს წერენ.

2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.

გამოძიების ფარგლებში ამოწმებენ ინფორმაციას დონალდ ტრამპის და მისი გარემოცვის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირებზე. ამ საქმის ფიგურანტები არიან ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი და ტრამპის ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი.

იტვირთბა....