aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლავროვი – რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მცირდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-ი რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს მიახლოებას ემხრობა, რაც გამოიხატება არა მხოლოდ რუსეთის მეზობლების ალიანსში გაწევრიანებით, არამედ რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსებით, ხოლო ამის გამო რუსეთსა და ამერიკას შორის დაძაბულობა იზრდება. ლავროვის ნათქვამს “პირველი არხი” ავრცელებს.

„საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი გრომიკომ ერთხელ თქვა, რომ ათწლიანი მოლაპარაკებები უკეთესია, ვიდრე ერთდღიანი ომი. ის მართალი იყო და მეც ასე ვფიქრობ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენლების რუსოფობიურ რიტორიკაზე, რუსეთი წერტილოვან საპასუხო ზომებს იღებს.

იტვირთბა....