aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვინ მიაყენა დარტყმა საპატრიარქოს: ლადო პაპავა ღიად საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა ინტერვიუ ლადო პაპავასთან, რომელმაც ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა. მათ შორის, დღეს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე…

„ჩემი აზრით, მზაკვრული გეგმა, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოსთვის უნდა მიეყენებინათ დარტყმა, აამოქმედეს. თუ ვინ აამოქმედა ეს გეგმა, ამაზე პასუხი რომ გავცეთ, მეტი ინფორმაციაა საჭირო. ვის აძლევს ხელს დღეს ქვეყანაში არეულობა? ვინ უტევდა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად ეკლესიას? პასუხი ერთია: “ნაციონალური მოძრაობა”. თქვენს გაზეთთან საუბრისას აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ განსხვავება “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” სამინისტროებისა და უწყებების აპარატებს შორის, პრაქტიკულად არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის თუ პროკურატურის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დაწესებულების აპარატი ამ ორი პარტიის შეზრდითაა ფორმირებული. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებასთან” ინტეგრირებული “ნაციონალური მოძრაობის” გაკეთებულია.

ნებისმიერ სტრუქტურაში, მათ შორის – საპატრიარქოშიც შეიძლება დაუშვან შეცდომები, არსებობდეს დარღვევები, რადგან ყველგან მოკვდავი ადამიანები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი სიფრთხილით უნდა გამოაშკარავებულიყო. დღეს მიდის ცალ კარში თამაში, ასუსტებენ პატრიარქის უახლოეს გარემოცვას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ამასთან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ბრძოლაში დედა ეკლესია გაიმარჯვებს”- აცხადებს პაპავა.

“ეკლესიის, პატრიარქის დასუსტება. ჩვენში ყოველთვის მცდარი რეიტინგები დგებოდა, როდესაც იკვლევდნენ, ვის ენდობოდნენ ქვეყანაში ყველაზე მეტად. არ შეიძლებოდა, ამ რეიტინგებში ეკლესია ყოფილიყო პოლიტიკოსების, ან სახელმწიფო სტრუქტურების გვერდით. ის, რომ ყველაზე მეტად ენდობიან მის უწმინდესობას და მასთან ერთად, ეკლესიას, ბევრს აღიზიანებდა. ნახეთ, ისევ ძველ საკითხებზე წარიმართა დისკუსია, მათ შორის იმაზეც, ეკლესიას უნდა ჰქონდეს თუ არა საბიუჯეტო დაფინანსება. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ჰქონდეს, ოღონდ ხარჯვა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ”, – ამბობს პაპავა.

იტვირთბა....