aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დამთავრდა მესიების დრო”: ხათუნა ლაგაზიძე უსუფაშვილის ღია წერილს ეხმაურება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის ღია წერილის შემდეგ, რომლითაც მან პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართა, ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ეხმაურება. მისი თქმით, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა 1 წუთში შესაძლებელია ადამიანის იმიჯის ნგრევა, დამთავრდა მესიების დრო და ახლა ლიდერთა ჯგუფების დროა.

“დავით უსუფაშვილი ამ განაცხადით:
1 – კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის პირველი პოლიტიკოსია, რომელიც საკუთარ ფუნქციას პოლიტიკაში ახალი თაობის შემოყვანაში ხედავს.
2 – იშვიათი პოლიტიკოსია, რომელსაც შეუძლია საერთო საქმე საკუთარ ამბიციაზე მაღლა დააყენოს და ქმნის თანამშრომლობის და საერთო საქმისთვის გზის დათმობის პრეცედენტს.
3 – მარგველაშვილმა დააგვიანა პასუხისმგებელობის აღება: მის მიერ გადავადებული ყოველი დღე ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, იმიტომ რომ დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი მის გადაწყვეტილებას ელოდება აპირებს თუ არა მეორე ვადით კენჭისყრას და რაც უფრო გვიან დაიწყებს, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ნებისმიერი ოპოზიციური კანდიდატი კამპანიას, მით უფრო გაუჭირდება მეტ-ნაკლებად სოლიდური შედეგის დაფიქსირება.
4 – ზოგადადაც, დროა გავაცნობიეროთ, რომ ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა 1 წუთში შესაძლებელია ადამიანის იმიჯის ნგრევა, დამთავრდა მესიების დრო: ახლა ლიდერთა ჯგუფების დროა და უსუფაშილის ამ მიმართვით ამის პრეცედენტს ქმნის.
5 – ვნახოთ რამდენად ადექვატური იქნება მარგვალაშვილი”. – წერს სოციალურ ქსელში ლაგაზიძე.

შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა ღია წერილით მიმართა პრეზიდენტ მარგველაშვილს. იხილეთ წერილი ამ ლინკზე.

იტვირთბა....