aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი

კუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

კუმისის ტბაზე 10 ტონამდე თევზი დაიხოცა.

კუმისის ტბის მეპატრონემ გელა ბაკურაძემ „ინფო რუსთავს“ აცნობა, რომ ე.წ სქელშუბლა თევზის მასობრივად დახოცვა უჟანგბადობამ გამოიწვია.

„მასობრივად გამოვიდა თევზი და დაიხოცა, ამის მიზეზი ლურჯ-მწვანე მცენარეა, რომელიც ტბაში გაზაფხულზე აღმოცენდება და დიდი ოდენობით ჟანგბადს შთანთქავს. ახლა მივუყვებით ნაპირებს და დახოცილ თევზს ვაგროვებთ, რომელიც მერე უნდა გავანადგუროთ” – აცხადებს ტბის მეპატრონე.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
ტბის მეპატრონე მოსახლეობას ნაპირზე გამოსული თევზის დაჭერისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს .

“მოსახლეობაში გავრცელდა ინფრომაცია, რომ თევზი იხოცება, მოვიდა ხალხი და თოფს ესვრიან, ე.წ ჩანგლებით ხოცავენ, ცოცხალი თევზი ნაპირას დგას. მოსახლეობას მოვუწოდებ, შევიდნენ ჩვენს მდგომარეობაში ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს და ამ მომენტით ნუ ისარგებლებენ, მათ საკვებად თვითმოხმარების მიზნით არ მიაქვთ ეს თევზი, ამას სარეალიზაციოდ აკეთებენ”-
განაცხადა გელა ბაკურაძემ.

კუმისის ტბის მეპატრონე ნალექის მოსვლის იმედადაა დარჩენილი, რათა ცოცხალი თევზი ნაპირებიდან ტბაში შებრუნდეს. ბაკურაძე სიტუაციის გამოსწორებას მარტის შუა რიცხვებში ვარაუდობს.

შეგახსენებთ, რომ კუმისის ტბაზე თევზის მასობრივად დახოცვის ფაქტი პირველად 2001 წელს დაფიქსირდა, შემდეგ 2013 წელს განმეორდა, მსგავსი შემთხვევა იყო გასულ წელსაც. ნახეთ ვიდეო.

იტვირთბა....