aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი

კულტურის მინისტრი მსახიობების ბრალდებებს პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ზოგმა ხელმძღვანელმა შეუმცირა ხელფასი იმ მსახიობებს, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყვნენ დაკავებულნი სპექტაკლებში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა. საქმე ეხება თეატრის მსახიობების ხელფასების შემცირების საკითხს.

„ზოგმა ხელმძღვანელმა შეუმცირა ხელფასი იმ მსახიობებს, რომლებიც ნაკლებად ან საერთოდ აღარ იყვნენ დაკავებულნი სპექტაკლებში. ზოგან იყო გადაწყვეტილება ყველასთვის ერთნაირად – 10%-ით შემცირების თაობაზე. ასე რომ, ეს იყო თითოეული ხელმძღვანელის გადაწყვეტილება. იმ ბიუჯეტის პირობებში, რა ბიუჯეტიც თეატრებს აქვთ, ალბათ, თავად თეატრის ხელმძღვანელების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, მოიძიონ ალტერნატიული დაფინანსების წყაროები და ამის შესაძლებლობას სწორედ კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს, თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ თეატრების ხელმძღვანელები, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ მიმართულებით არაფერს აკეთებენ და მხოლოდ ბიუჯეტიდან ელოდებიან საკუთარი ბიუჯეტის გაზრდას”,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

რამდენიმე დღის წინ მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ თეატრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გაფიცვის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:

„მსახიობებმა მომწერეთ, ვინც ხართ თანამოაზრეები. იმისათვის რომ ჩამოვყალიბდეთ, ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ. ყველამ თავიანთი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენს მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს. არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას, ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით. უკულტურო სამინისტროსი მრცხვენია და ყველა ფსევდოკულტურის მოხელეები მძულს, პირფერები და ერთი ადგილის მიმცემები. არავინ არ ფიქრობს წლების მერე მათ როგორ მოიხსენიებენ, იმიტომ რომ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ. მე პირადად ამომივიდა ყელში ამდენი უცოდინარის ყურება. სერიოზულად ვამბობ, დავთქვათ თარიღი, შევიკრიბოთ, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, დავკვალიანდეთ და ნაბიჯი გადავდგათ. ორგანიზებას ჩემს თავზე ვიღებ, რომ ადვილად დავკვალიანდეთ“ , – წერს ყიფშიძე.

 

იტვირთბა....