aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

კრივის კლუბი „ნოკაუტი“: რატომ გახდა კრივი მოდური და არის თუ არა ეს სპორტი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

კრივი დღესდღეობით მსოფლიოსა და საქართველოშიც, ძალიან პოპულარულია სუსტი სქესის წარმომადგენლებში. კრივი გაიგივებულია არა მხოლოდ  სპორტთან, საბრძოლო ხელოვნებასთან ან თავდაცვის საშუალებასთან, არამედ ფიტნესის ერთ-ერთი სახეობად, რომელსაც  გამაჯანსაღებელი მიზნით ვარჯიშობენ.
თუმცა, მსურველებს შეუძლიათ, თავდაცვისთვისაც გამოიყენონ. კრივის  სასარგებლო თვისებებზე გვესაუბრა მოკრივე და კრივის კლუბის „ნოკაუტის“ ფიტნეს-ინსტრუქტორი, ანდრო ბურდიანცი:

„მეტრონომი“: როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც, ქალები აქტიურად არიან კრივით გატაცებულნი. ძირითადად, რა მიზეზით ვარჯიშობენ ქართველი გოგონები ამ სპორტში და რას ეტყვით მათ, რატომ უნდა ივარჯიშონ თქვენთან?

ანდრო ბურდიანცი: მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში კრივი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მართლაც ძალიან აქტუალური გახდა გოგონებში. ამ მოდამ საქართველოშიც შემოაღწია. თუმცა გოგონების გარდა ჩვენს დარბაზში მამაკაცებიც აქტიურად ვარჯიშობენ. ძირითადი მიზეზი კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნაა, მაგრამ ბევრი გოგონა, ვისაც მშვენიერი სხეული აქვს, სხვა მიზნისთვის ვარჯიშობს – ზოგი თავდაცვისთვის, ზოგი – ექსტრემისთვის, ზოგისთვის კი ეს მრისხანებისა და უარყოფითი ემოციების გადმონთხევის საშუალებაა. გააჩნია ადამიანს ვის რაში და რატომ სჭირდება, რომ კრივზე იაროს.

 

როგორც ვიცით კრივი კალორიების დაწვის საშუალებაცაა. რამდენად ეფექტურია გასახდომად და კარგი ფორმების შესანარჩუნებლად. რას ურჩევთ და რა ხანგრძლივობით ავარჯიშებთ თქვენთან მოსულ ადამიანებს?

-რაც შეეხება გახდომასა და სხეულის კორექციას, კრივი, როგორც აერობული (კარდიო) ტიპის დატვირთვა, შეიძლება ითქვას, იდეალური საშუალებაა. საშუალო და მაღალი ინტენსივობის მეშვეობით, მოვარჯიშე ხარჯავს კალორიების მაქსიმალურ რაოდენობას. როგორც ყველა სპორტის სახეობა, კრივი ძალიან დამღლელია. ნებისმიერი სპორტული თუ გამაჯანსაღებელი დისციპლინა განსხვავდება თავისი სპეციფიკით, კრივი კი ყველა ფიზიკურ მაჩვენებელთან ერთად (ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, მოქნილობა), მოიცავს სხვა მრავალ ფაქტორსაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ბრძოლა.

გამოდის, რომ კრივში  ვარჯიში გასახდომად იდეალური საშუალებაა. რამდენად მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი ამ ვარჯიშთან ერთად…

-ძალიან ბევრ ადამაინს ექიმი ჯანმრთელობისთვის კრივში ვარჯიშსაც ურჩევს. დარბაზში მოსულ გოგონებს და ბიჭებს საათ ნახევრის განმავლობაში ვავარჯიშებთ. ყველა მათგანს მისი აღნაგობიდან გამომდინარე ინდივიდუალურად ვუდგებით. ინიშნება ასევე სპეციალური კვების რეჟიმი. გააჩნია ადამიანს, ზოგს უფრო მეტი ცილები სჭირდება, ზოგსაც საერთოდ არა.

ყველას თავისი კვების რაციონს ვუდგენთ. ჩვენთან ვარჯიშის დროს ვურჩევთ, რომ დღის განმავლობაში სამ საათში ერთხელ მიიღონ საკვები. ასევე გვაქვს აქცია, რომ პირველი ვარჯიში ჩვენთან უფასოა. მსურველს შეუძლია დარბაზში მოვიდეს, ერთი ვარჯიში საცდელი გაიაროს და შემდეგ გადაწყვიტოს სურს თუ არა ჩვენთან სიარული. ვარჯიში კვირაში სამი დღე მიმდინარეობს. რაც შეეხება ფასს, თვეში ეს სიამოვნება მხოლოდ 150 ლარი დაგიჯდებათ.

 

რაც შეეხება სხეულის, ეგრეთ წოდებულ გამკვრივებას, ეს ხდება პროცესში მთელი სხეულის ჩართულობითა და მობილიზებით. ადამიანი იძულებულია, დაიხარჯოს მაქსიმალურად და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწორი რეჟიმი და ვარჯიშების სისტემატურობა.

-რეკომენდებულია თუ არა კრივში აქტიური დატვირთვა და მასთან ერთად სხვა სახის ფიზიკური აქტივობაც თუა სასურველი? 

– კრივში, როგორც აბსოლუტურად ყველა საქმეში, აუცილებელია ეტაპობრივი მიდგომა, მოყვარულთათვის საკმარისია კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ ვარჯიში. ვარჯიშის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ კონდიციაზე, უვარჯიშია საერთოდ თუ არა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. ზოგადად, ვარჯიში, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება, მაქსიმუმ, ერთი საათი გრძელდება. რაც უფრო მრავალფეროვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, მით უკეთესი. ჩემი აზრით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გავამდიდროთ ის. ასე რომ, კიკ-ბოქსინგთან ერთად, სასურველია და აუცილებელიც, სხვა სახის დატვირთვა: იქნება ეს სირბილი, ველოსიპედი, ცურვა თუ ძალოვანი ტიპის ვარჯიშები.

იტვირთბა....