aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორძაია: “17 მაისის აქციის ორგანიზატორებს აქვთ განცდა, რომ პოლიცია მოძალადეებს ვერ გააჩერებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

სწორედ ამიტომ აქციის ორგანიზატორებს ვერ გავამტყუნებ. მათ აქვთ განცდა, რომ შესაძლოა, პოლიციამ მოძალადე ვერ გააჩეროს, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას “რესპუბლიკური” პარტიის წევრი თამარ კორძაია ტრანსფობიის და ჰომოფობიის აქციის გადადების კომენტირებისას.

“გარეშე პირებმა აქციის ორგანიზატორების გადაწყევტილება არ უნდა შევაფასოთ, მათ ასე ჩათვალეს საჭიროდ. საკითხავია რამდენად  სწორედ იქცევა ასეთ დროს ხელისუფლება. მან აჩვენა, რომ ის მოძალადე უმრავლესობის მხარესაა. კი ეუბნებიან ადამიანებს, რომ მათ უფლებებს დაიცავენ, აქციის ღამესაც თქვა ხელისუფლებამ, რომ თქვენი უსაფრთხოება დაცულიაო, მაგრამ შეიძლება, ვერც დავიცვათო.

მაშინ მინისტრმა სინამდვილეში ეს უთხრა მომიტინგეებს, რომ კონტრაქციის მონაწილეების გასაჩერებლად, შეიძლება, ბოლომდე ძალა არ გვეყოსო. სწორედ ამიტომ აქციის ორგანიზატორებს ვერ გავამტყუნებ. მათ აქვთ განცდა, რომ შესაძლოა, პოლიციამ მოძალადე ვერ გააჩეროს. ნებისმიერ სახელმწიფოში მოძალადის ვერ გაჩერება არის ხელისუფლების სისუსტე. ხელისუფლება არის სუსტი და მან ეს კვირას დაამტკიცა. ხელისუფლებამ მოლაპარაკებაზე მან აქციის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მას მოძალადეების გაჩერების გარანტია არ აქვს”, – განაცხადა კორძაიამ.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია აღარ ჩატარდება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ამის მიზეზი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებაა.

იტვირთბა....