aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონტრაქციის მონაწილეები “ეროვნულ გვარდის” ქმნიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეროვნული სოციალისტური მოძრაობის „საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრები “ეროვნულ გვარდის” ქმნიან. მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ „თეთრი ხმაური“ ნარკორეალიზატორებს და ლგბტ პირებს იცავს და ისინი მოვლენების ყველანაირი განვითარებისთვის მზად არიან.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან მოძრაობა “თეთრი ხმაურის” საპროტესტო აქციაზე კონტრაქციის ჩასატარებლად „ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის” წევრები სამართალდამცველებმა არ შეუშვეს. ისინი თაბუკაშვილის ქუჩაზე იმყოფებიან და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა და ამ წუთებშიც იმართება, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.

იტვირთბა....