aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

aviabiletebi
ავიაბილეთები

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი, რაც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე წარიმართა, პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მისაღებად დასკვნითი მესამე მოსმენა დარჩა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების ორ საკითხზე განმარტება გააკეთა:

“მიღებული დოკუმენტის თანახმად, მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პირდაპირი წესით, ეს არის ასახული კონსტიტუციაში, ახალ დოკუმენტში. რაც შეეხება უფლებამოსილების ვადას, ერთჯერადად ჩვენ დავთანხმდით შემოთავაზებას, რომ 6 წლიანი იყოს მომდევნო არჩევნებით არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. ეს უკავშირდება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას,” – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა 94-ე მუხლზეც.

“94-ე მუხლი არის 12 წლიანი დათქმით გადატანილი გარდამავალ დებულებებში, რაც ნიშნავს იმას, რომ 12 წლის განმავლობაში რეფერენდუმის გარეშე შეუძლებელი იქნება ახალი გადასახადების შემოღება და მათი განაკვეთების გაზრდა. ჩვენი ძალიან მყარი და ურყევი საგარეო პოლიტიკური კურსი იქნება უკვე ასახული ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე, რასაც ბუნებრივია, ექნება არა მარტო კონცეპტუალური, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დატვირთვაც,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....