aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან ხარისხიანი და უხარისხო ავეჯი: „კასტას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გვირჩევს 

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოში ავეჯის შეძენის მსურველთათვის მასალის საკმაოდ ფართო არჩევანია, თუმცა მომხმარებელი ნაკლებად არის ინფორმირებული ბაზარზე არსებული მასალის ხარისხზე და იმ შესაძლო ზიანზე, რაც უხარისხო მასალისგან დამზადებულმა ავეჯმა შეიძლება გამოიწვიოს. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად კომპანია „კასტას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით გოგოჭურს მივმართეთ.  კომპანიას საქართველოში ევროპული ხარისხის და ბრენდის საავეჯე მასალა შემოაქვს, სადაც ყველაზე დიდ მნიშვნელობას ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე აკეთებენ.

„მეტრონომი“: რა არის კომპანია „კასტას“ საქმიანობის სფერო, რამდენი ხანია რაც ის ბაზარზე არსებობს?

დავით გოგოჭური: კომპანია ,,კასტა“ 2007 წელს შპს “დამატელა”-ს სახელით დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას ლამინირებული მერქან ბურბუშელოვანი (დსპ) და მერქანბოჭკოვანი (მდფ) ფილების იმპორტი, ჭრა და რეალიზაცია წარმოადგენდა.

2013 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ავეჯის მასალების წამყვან ევროპულ ბრენდ ,,კრონოშპანთან’’. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ძირითადი მიზანი ბაზარზე ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი მასალის შემოტანა იყო. კომპანიისადმი დაინტერესება გაიზარდა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მუშაობენ: საბავშვო ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების და სამედიცინო დაწესებულებების ავეჯის დამზადებაზე.

– რით განსხვავდება თქვენს მიერ შემოტანილი საავეჯე მასალა, სხვა მასალებისგან. რატომ უნდა იყიდოს მომხმარებელმა თქვენი კომპანიის მიერ ჩამოტანილი მასალით დამზადებული ავეჯი და რომლი ქვეყნებიდან შემოგაქვთ?

– ჩვენს კომპანიას საავეჯე მასალა ევროპის რამოდენიმე ქვეყნიდან შემოაქვს. „კასტას“ ურთიერთობა აქვს ევროპულ ბრენდ ,,კრონოშპანთან’’, რომელსაც ევროპის მასშტაბით  სხვადასხვა ქვეყნებში 50-მდე ქარხანა აქვს.  ამ კომპანიას უპირატესობას 2012 წლიდან ვანიჭებთ. მასალის ხარისხის და ეკოლოგიურობის გამო გადავწყვიტეთ, რომ ურთიერთობა ევროპულ კომპანიასთან გვქონოდა.

-მომხმარებელმა როგორ უნდა გაარჩიოს ხარისხიანი და უხარისხო მასალისგან დამზადებული ავეჯი?

– ვიზუალურად ხარისხიანი და უხარისხო მასალის გარჩევა საკმაოდ რთულია, ძირითადად პრობლემები თავს იჩენს ავეჯის ექსპლუატაციის პერიოდში. მომხმარებლისთვის ყველაზე იოლი შესამჩნევია ავეჯის არასასიამოვნო სუნია, რაც არ არის გამორიცხული  გამოწვეული იყოს ფორმალდეჰიდის მაღალი შემცველობით, ანუ მასალა არ შეესაბამება ევრო სტანდარტებს, რაც ნიშნავს, რომ ფორმალდეჰიდის შემცველობა აღემატება 10 მილიგრამს 100 გრამზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რევა, თავბრუს ხვევა, ალერგიული რეაქციები და დიდ დოზებში სიმსივნური პროცესებიც კი. ამიტომ აუცილებელია მწარმოებელი კომპანიების მიერ მკაცრად იყოს დაცული დასშვები ნორმები, რაც მიღებულია ევროგაერთიანების მიერ.

– ევროპული ქვეყნებიდან შემოტანილ მასალასა და სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ მასალებს შორის ფასში  დიდი განსხვავებაა?

– სიმართლე გითხრათ ფასებს შორის არც თუ ისე დიდი სხვაობაა, ყოველ შემთხვევაში ადამიანის ჯანმრთელობის ფასზე დაბალია.

-საქართველოს კანონმდებლობით თუ ხდება ხარისხიანი და უხარისხო მასალის შემოწმება. როგორ აკონტროლებს ამას სახელმწიფო?

-სამწუხაროდ  ამ ეტაპზე არ  ხდება საქართველოში იმპორტირებული საავეჯე მასალების ხარისხიანობის შემოწმება, ძირითადად ეყრდნობიან სერტიფიკატების მონაცემებს, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ იმპორტირებული საავეჯე მასალების ხარისხი რეალურად არ შეესაბამებოდეს სერტიფიკატების მონაცემებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ ცნობილ ევროპულ  ბრენდებს.

 

იტვირთბა....