aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე: “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს ეროვნული დროშა ნატოსა და ევროკავშირში აღიმართოს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტში სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო სიმბოლოების აღდგენაზე ისაუბრა.

“თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის სიმბოლოს, არამედ წარმოადგენს სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეები ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება, რაც აერთიანებდა საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობენ და იცნობდნენ მთელ მსოფლიოში და დიდ პატივს მიაგებენ მას.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შესასრულებელი გვაქვს რამდენიმე მნიშვნელობის მისია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ოცნება და სურვილი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ახდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ დაუღალავ ძალისხმევას, რათა საქართველოს ეროვნული დროშა აღიმართოს ნატოსა და ევროკავშირში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

იტვირთბა....