aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით კობახიძე და კალაძე ხვდებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის მერს ხვდება. ირაკლი კობახიძესა და კახა კალაძეს შორის შეხვედრა პარლამენტში იმართება. მერიის ინიციატივით სამშენებლო რეგულაციების გამკაცრება იგეგმება და შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა იწყება.

შეგახსენებთ, რომ  თბილისის მთავრობის სხდომაზე,  კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს სამუშაოების ხარისხის გასაკონტროლებლად ახალი, შესაბამისი რეგულაციების შემუშავება დაავალა. მერის გაანცხადებით, დღეს არსებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შესრულებული მუნიციპალური სამუშაოების ხარისხის კონტროლს. ამიტომ ამ მიმართულებით ცვლილებები აუცილებელია. კალაძის თქმით, ამაზე კონკრეტულ სამსახურებს მუშაობა უკვეწ დაწყებული აქვთ და სრული სურათის წარმოდგენა 2 კვირაში  შესაძლებელი გახდება.

იტვირთბა....