aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კობახიძე – ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ხელისუფლებას ემუქრება. კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას. ის პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.

გარდა ამისა, პროკურატურაში “რუსთავი 2-ზე” გასულ ფარულ ჩანაწერებთანდაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.

“რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მირზა სუბელიანი დასაცავია.

იტვირთბა....