aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კობახიძე – თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება

„ამოქმედდება კონკრეტული სანქციები დეპუტატების მიმართ, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას და არ მონაწილეობენ რეგისტრაციაში. აქედან გამომდინარე, ეს ცვლილება უზრუნველყოფს პრობლემის მოგვარებას. გარდა ამისა, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ დეპუტატი არ ესწრება სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება უფლებამოსილება. როგორც მოგეხსენებათ, გასული სესიების განმავლობაში არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს, აქედან გამომდინარე, მომავალში ეს გახდება უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი”, – განაცხადა პარლამენტის თვმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....