aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე გოცირიძეს – თქვენი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი შევიდა პატრიარქთან და გარეთ ტყუილი გამოიტანა 

aviabiletebi
ავიაბილეთები

„დაიფიცეთ ბიბლიაზე, რომ მარიხუანას კულტივაციის კანონს უკან აღარ შემოიტანთ“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრებს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

გოცირიძის თქმით, მთავრობამ არ გაითვალისწინა არც ოპოზიციის და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, ბოლოს კი, არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემდეგ, მაინც გაიწვია აღნიშნული კანონი.

„თქვენ კანაფის კულტივირების კანონზე არ გაითვალისწინეთ არც პარტიების და არც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა და როგორც იქნა, ამ არჩევნებში ოპოზიციასთან დამარცხების შემდეგ, შეშინდით და მაინც გაიწვიეთ ეს კანონი. ამავე დროს, გარკვეული როლი ითამაშა ეკლესიამაც. 500 %-იანი მოგება მაინც მაცდუნებელია. .. თუ თქვენ ამ კანონის უკან დაბრუნებას არ აპირებთ და ეს ეკლესიასთან შეხვედრის შემდეგ მოხდა, დაიფიცეთ ბიბლიაზე, რომ ამ კანონს არ შემოაბრუნებთ უკან“, – მიმართა უმრავლესობის წევრებს გოცირიძემ, რაზეც, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამ შეკითხვას სვამს იმ პარტიის წევრი, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატმაც, პატრიარქთან შეხვედრიდან ტყუილი გამოიტანა.

„ამ კითხვას სვამს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატმაც იკადრა ის, რაც არ უკადრია საქართველოში დღემდე არავის – შევიდა პატრიარქთან  და ტყუილი გამოიტანა გარეთ, საქართველოს ისტორიაში არავის უკადრია ეს, ეს იკადრა გრიგოლ ვაშაძემ და ჩვენ გვისვამენ ახლა კითხვებს“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....