aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტის გამამტყუნებელ განაჩენზე გაკეთებულ კომენტარს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

“ამ განაჩენთან დაკავშირებით მოვისმინეთ სხვადასხვა შეფასებები, მათ შორის პოლიტიკური. ცალსახად შეიძლება ითქვას ერთი რამ, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილებები კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ყველა ორგანო მოქმედებს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თუმცა არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები. რაც შეეხება კონკრეტულად შეწყალებას, შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია არ არის შეუზღუდავი და ეს დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონრეტულ დამნაშავეებს და გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი, რაც დაადგინა ფაქტების დონეზე სასამართლომ, შესაბამისად განაჩენი კითხვებს არ იწვევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს განაჩენს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების შესახებ.

ეს პირველი განაჩენია, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დადგა. პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინიდან ექსტრადიციას მოითხოვს.

იტვირთბა....