aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კობახიძე: აბაშიშვილისა და მარგველაშვილის განცხადებები არ გვაინტერესებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას შეურაცხყოფად აფასებს. მისი თქმით, იმ ადამიანების გამონათქვამები არ აინტერესებს, რომელთა მიზანი  დესტრუქციაა.

“რა კომენტარი შეიძლება ამასთან დაკავშირებით გაკეთდეს? რა თქმა უნდა, ეს არის შეურაცხყოფა. იმ ადამიანების გამონათქვამები არ გვაინტერესებს, რომელთა მიზანია დესტრუქცია. ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეები, რომელთაც პრეზიდენტის გუნდი ეწოდებათ. როგორ შეიძლება, მოხელეების კომენტარებთან დაკავშირებით კომენტარი მე გავაკეთო? პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებებზე კომენტარს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა გააკეთებს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....